დონარუმამ და პსჟ-მ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლეს
ჯანლუიჯი დონარუმამ და „პარი სენ-ჟერმენმა“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლეს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, იტალიელი მეკარის წარმომადგენლებმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს.
„საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა დიალოგი განახლდა“, - წერს რომანო.
მანამდე დაიწერა, რომ ჯიჯის მიმართ ინტერესს იჩენენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“. მისმა აგენტა ისიც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ჯანლუიჯი „მილანში“ დაბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში სწორედ „მილანიდან“, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან პარიზელების შემადგენლობაში 156 მატჩი ჩაატარა.
იტალიელ გოლკიპერთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.