დონარუმას აგენტი მის მილანში დაბრუნებას არ გამორიცხავს
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის, ჯანლუიჯი დონარუას აგენტმა, ენცო რაიოლამ იტალიელი ფეხბურთელის „მილანში“ დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
ჯიჯი „როსონერიში“ 2015-დან 2021 წლამდე თამაშობდა. მან გუნდთან ერთად 2016 წელს, იტალიის სუპერ თასი მოიგო.
„რატომაც არა? ჩვენ პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „იუვენტუსში“ გადავიყვანეთ და შემდეგ, პირიქით. არაფერია შეუძლებელი. ასე რომ, ეს ვარიანტი შესაძლებელია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა „მილანი“ საუკეთესო ფორმაში არ არის, ეს არის კლუბი, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და ჯიჯი ყოველთვის იქნება მისი მადლიერი“ - თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში „მილანიდან“, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან პარიზელების შემადგენლობაში 154 მატჩი ჩაატარა.
იტალიელ გოლკიპერთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.