ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

დონარუმას წასვლის შემთხვევაში, პსჟ-მ შესაძლოა შევალიე იყიდოს

„პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმასთან განშორების შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც L’Equipe წერს, პარიზელებმა იტალიელი მეკარის საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტონ.

26 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. ამრიგად, არის იმის შესაძლებლობა, რომ დონარუმამ კლუბი უკვე ამ ზაფხულს დატოვოს.

როგორც იწერება, ამ შემთხვევაში პსჟ „ლილის“ ფრანგი მეკარის, ლუკას შევალიეს ყიდვის ვარიანტს განიხილავს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში საუკეთესოდ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში „მილანიდან“, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან პარიზელების შემადგენლობაში 154 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Independent: “კვარას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესოს წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია“
Independent: “კვარას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესოს წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია“