მასვიდალი იმუქრება: „უსმანს სახეს დავუნგრევ
Aa
Aa

მასვიდალი იმუქრება: „უსმანს სახეს დავუნგრევ"

ხორხე მასვიდალს, რომელიც UFC 251-ის ფარგლებში გასამართ მთავარ ბრძოლაში გილბერტ ბერნსს ჩაანაცვლებს, ერთი სული აქვს კამარუ უსმანის წინააღმდეგ ოქტაგონზე როდის გავა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგამ უსმანს სახეს დავუნგრევ და ამის სანაცვლოდ ფულს გადამიხდიან. უსმანი შეურაცხყოფას ხშირად მაყენებდა, მაგრამ მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ლაჩარია.

კამარუ ის ბიჭია, რომელიც 4-5 წლის წინ, ჩემთან მოდიოდა და ფოტოების გადაღებას მთხოვდა. ახლა კი, განგსტერი გახდა და ამბობს, რომ ჩემ შესახებ არაფერი იცის?! სისულელეა! კამარუ ყალბი ადამიანია და სულ მალე მსოფლიოს მის რეალურ სახეს დავანახებ“.

შეგახსენებთ, რომ მასვიდალს კარიერაში 48 ბრძოლა აქვს გამართული და 35-ჯერ იმარჯვა. უსმანს რაც შეეხება, „ნიგერიელი კოშმარის“ ანგარიშზე 16 მოგება და ერთი მარცხია. ცნობისთვის, UFC 251-ის ფარგლებში კიდევ ორი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება - ალექსანდრ ვოლკანოვსკი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ და ჟოზე ალდო პეტრ იანის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები