დვალიშვილი: „ვუსამძიმრებ ნურმაგომედოვსა და მის ოჯახს
Aa
Aa

დვალიშვილი: „ვუსამძიმრებ ნურმაგომედოვსა და მის ოჯახს"

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „თანავუგრძნობ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ოჯახს. ძალიან ადრე წაიყვანეს. დაე, მშვიდად განისვენოს. ვუსამძიმრებ ხაბიბ ნურმაგომედოვს და მის ოჯახს მამის გარდაცვალებას“.

როგორც მოგეხსენებათ, ხაბიბის მამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. რუსული პრესის ცნობით, სიკვდილის მიზეზი სეფსისი და ტვინში სისხლჩაქცევა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპრილის ბოლოს გაუარესდა, რის შემდეგაც მოსკოვში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას Covid-19 დაუდასტურდა. საავადმყოფიში ყოფნის დროს მას ასევე ოპერაცია გულზეც გაუკეთეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები