ბერბატოვი: „პულევს ჯოშუას დამარცხება და მსოფლიოს შოკში ჩაგდება შეუძლია
Aa
Aa

ბერბატოვი: „პულევს ჯოშუას დამარცხება და მსოფლიოს შოკში ჩაგდება შეუძლია"

ბულგარელი ფეხბურთელი, დიმიტარ ბერბატოვი დარწმუნებულია, რომ კუბრატ პულევს სენსაციის გამოცხობა და ენტონი ჯოშუას დამარცხება შეუძლია.

„როგორც ბულგარელს, მინდა, რომ პულევმა გაიმარჯვოს. მას შანსი აქვს მსოფლიოს აჩვენოს რამდენად მაღალი დონის მოკრივეა და დანამდვილებით ვიცი, რომ ის გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება.

ბრძოლასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი. დღემდე უცნობია მათი ჯახი სად ჩატარდება, ან საერთოდ ჩატარდება თუ არა. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ადგილობრივ სატელევიზიო არხებზე პულევს ხშირად ვხედავ და ის საოცარ ფორმაში იმყოფება.

თუ ბრძოლა ჩატარდა, იმედი მაქვს კუბრატი გაიმარჯვებს. სენსაციები ხდება და მჯერა, რომ მას მსოფლიოს შოკში ჩაგდება შეუძლია.

ჯოშუა რუისთან დამარცხდა და დადასტურდა, რომ აუტსაიდერები მის წინააღმდეგ უშანსოდ არ არიან. ასე რომ კუბრატის შესაძლებლობების მჯერა".

შეგახსენებთ, რომ პულევისა და ჯოშუას ჯახი 20 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ბრიტანულ პრესაში წერენ, რომ გულშემატკივრები ბრძოლას 25 ივლისს იხილავენ, თუმცა ყველაფერი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები