მაიკ ტაისონი
Aa
Aa

„ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება“ | ტაისონი 100 მამაკაცისა და 1 გორილას ჩხუბზე

სოციალურ ქსელებში, აქტიურად მიმდინარეობს დებატები იმაზე, ერთი გორილა მოერევა თუ 100 მამაკაცი. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება ლეგენდარულ მოკრივეს, მაიკ ტაისონს სთხოვეს. „რკინის მაიკს“ შეკითხვა ოდნავ სხვანაირად დაუსვეს და დაინტერესდნენ, რა შანსი აქვს 1 გორილას 100 მაიკ ტაისონის წინააღმდეგ.

„გორილას ძალიან, ძალიან ცუდი დღე დაადგება. სერიოზულად რომ ვიფიქროთ, 100-დან 20 ეგრევე მისკენ გაიქცევა, კბენასა და ცემას დაუწყებს და გორილა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

კბილებს დავუნგრევთ, სასქესო ორგანოში დავარტყამთ და ცუდ დღეს დავაყრით. არც კი მინდა გათხრათ, რას ვუზამთ. 100 მაიკ ტაისონი?! აქედან გამეცალეთ!“

ვინც არ იცით, კარიერის პიკში ყოფნისას, ტაისონი მზად იყო, გორილასთან მარტოს ეჩხუბა. ეს ამბავი 1988/89 წლებში მოხდა. ერთ დღეს, „რკინის მაიკმა“ დიდი თანხა გადაიხადა, რათა ზოოპარკი მისთვის და მისი მაშინდელი მეუღლისთვის, რობინ გივენსისთვის დაეხურათ. ტაისონსა და გივენსს პირადი ტური მოუწყვეს და მაიკი, რის მაიკია, უცნაური იდეა რომ არ მოსვლოდა. „როცა გორილების გალიასთან მივედით, ერთი გორილა სხვებს ჩაგრავდა. ზოოპარკის თანამშრომმელს 10 000 აშშ დოლარი შევთავაზე, რათა გალია გაეღო და ჩემთვის გორილას ცემის საშუალება მოეცა, მაგრამ უარი მითხრა".

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: იმედი მაქვს, 28 ივნისს ისევ ყველას გაგახარებთ
თოფურია: იმედი მაქვს, 28 ივნისს ისევ ყველას გაგახარებთ