ჰოლიფილდი: ისტორიაში საუკეთესო სუპერმძიმეწონოსანი მე ვარ და არა ალი
კრივის დიდების დარბაზის წევრი, 62 წლის ევანდერ ჰოლიფილდი მიიჩნევს, რომ ის საუკეთესო მოკრივეა სუპერ მძიმე წონითი კატეგორიის ისტორიაში.
ამერიკელი ექსმოკრივის თქმით, ის ერთადერთი 4-გზის ჩემპიონი იყო ამ წონაში, 24 წლის განმავლობაში.
„თუმცა ხალხი მაინც ამბობს, რომ საუკეთესო მუჰამედ ალია, როდესაც მე მისი რეკორდი მოვხსენი. არ შეგიძლია ამაზე ილაპარაკო, სანამ ვინმეს რეკორდს არ მოხსნი. ჩემზე კი არაფერს ლაპარაკობენ. როგორ შეიძლება ვინმე ისტორიიდან ამოიღო? უსიკმაც იგივე გაიმეორა, რაც მე - გახდა აბსოლუტური ჩემპიონი 2 წონით კატეგორიაში. ხალხი კი განაგრძობს იმაზე ლაპარაკს, რომ ალი საუკეთესო მებრძოლია. არა, მე ვარ. ის სამჯერ გახდა ჩემპიონი, მე ოთხჯერ“, - თქვა ჰოლიფილდმა.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული მუჰამედ ალი 2016 წლის ივნისში გარდაიცვალა. ის 74 წლის იყო.