ჯეიკ პოლი
Aa
Aa

ჯეიკ პოლი: საუკეთესო რამ ვარ, რაც კრივში მუჰამედ ალის მერე მოხდა

ჯეიკ პოლი მიიჩნევს, რომ მუჰამედ ალის შემდეგ, ის საუკეთესო მოკრივეა.

ამერიკელი მოკრივე ამ თვეში იჩხუბებს და მისი მომდევნო მეტოქე, ხულიო სეზარ ჩავესი უმცროსი იქნება.

„ვფიქრობ, რომ მე ერთადერთი ვიცავ კრივის ღირსებას, ყველა დანარჩენი ცდილობს ან ლაპარაკობს, რომ რაღაცას აკეთებენ სპორტისთვის. მე საუკეთესო რამ ვარ, რაც კრივში მუჰამედ ალის მერე მოხდა. ეს განხილვასაც არ ექვემდებარება. ის, რაც მე გავაკეთე, თავად ამბობს ყველაფერს“, - თქვა ჯეიკმა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის პოლმა, რომელიც ყოფილი იუთუბერია, ბოლოს გასული წლის ნოემბერში იჩხუბა და 57 წლის მაიკ ტაისონი, 8-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

გეტყვით ასევე, რომ საკრივო კარიერის განმავლობაში, მას 12 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 11 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მედალი ალიევის თასზე - ქართველი მოკრივეების წარმატება
5 მედალი ალიევის თასზე - ქართველი მოკრივეების წარმატება