საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები
Aa
Aa

5 მედალი ალიევის თასზე - ქართველი მოკრივეების წარმატება

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა სპორტსმენებმა ჰეიდარ ალიევის თასზე ასპარეზობა, რომელიც შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს, კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს.

საუკეთესო შედეგი შალვა ბერიძემ, ემილ ისმაილოვმა და სანდრო კაპანაძემ აჩვენეს, რომელთაც შესაბამისად, 46, 48 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში ვერცხლის მედლები მოიპოვეს და ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ. ზაზა მდინარაძემ (48 კგ) და სანდრო ლომიძემ (66 კგ) კი შეჯიბრებაზე გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულეს და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს.

ბაქოში საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები 20-კაციანი შემადგენლობით, მთავარი მწვრთნელის ნიკოლოზ იზორიას ხელმძღვანელობით იმყოფებოდა და შეჯიბრების დაწყებამდე 10-დღიანი საწვრთნელი შეკრება გაიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექვსი მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ქართველი მოკრივეების წარმატება
ექვსი მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ქართველი მოკრივეების წარმატება