დერეკ ჩისორა, დეონტეი უაილდერი
Aa
Aa

უაილდერმა ჩისორა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა

კრივის მოყვარულებისთვის ლონდონში ძალიან საინტერესო დაპირისპირება შედგა, დეონტეი უაილდერმა მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დერეკ ჩისორა დაამარცხა.

შეხვედრის პირველ მესამედში დერეკ ჩისორა აქტიურად იყენებდა ახლო დისტანციას და უპირატესობას კორპუსში დარტყმებით მოიპოვებდა. დეონტე უაილდერი დისტანციას ჯებების (წინა სწორი დარტყმა) მეშვეობით აკონტროლებდა. უაილდერმა უფრო მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელა შორ მანძილზე, ხოლო ჩისორა დომინირებდა კლინჩებსა და რინგის კუთხეებთან ახლოს გამართულ ეპიზოდებში. ბრძოლის მეორე ნახევარში ტემპმა იკლო. უაილდერმა რამდენჯერმე გამოიყენა მარჯვენა სწორი დარტყმა, რამაც მეტოქის აქტივობა შეამცირა. საბოლოოდ, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება უაილდერს დარჩა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები