მენი პაკიაო
Aa
Aa

რინგს უბრუნდება - პაკიაო საჩვენებელ ბრძოლას გამართავს

ტაისონ ფიურის, მაიკ ტაისონისა და ფლოიდ მეივეზერის შემდეგ აქტიურ სპორტს კრივის კიდევ ერთი ლეგენდა უბრუნდება. 18 აპრილს ლას ვეგასში საჩვენებელ ბრძოლას მენი პაკიაო გამართავს.

47 წლის ფილიპინელი მოკრივის მეტოქე რუსი რუსლან პროვოდნიკოვი იქნება. 10-რაუნდიანი ბრძოლა ქვესაშუალო წონაში გაიმართება.

„ყველა ბრძოლაში ფილიპინებს წარმოვადგენ. ის სიყვარული, რომელსაც ჩემი თანამემამულეებისა და გულშემატკივრების მხრიდან ვგრძნობ, ჩემთვის შთაგონების წყაროა. ლას ვეგასში დაბრუნება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მოულოდნელად ველოდები მსოფლიო კლასის შოუს შექმნის ამ შესაძლებლობას“, - აცხადებს პაკიაო.

რუსლან პროვოდნიკოვი 42 წლისაა, მას კრივში 25 მოგება და 5 მარცხი აქვს. ბოლოს პროვოდნიკოვმა 2016 წელს იჩხუბა, როცა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯონ მოლინა უმცროსთან დამარცხდა. 2013-2014 წლებში „ციმბირელი როკი“ WBO-ს ვერსიით ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.

რაც შეეხება პაკიაოს, ლეგენდარული ფილიპინელის ბოლო ბრძოლა 2025 წლის ივლისით თარიღდება, როცა პაკიაოსა და მარიო ბარიოსის ჩხუბი ფრედ დასრულდა. სულ „პაკმენის“ ანგარიშზე კრივში 62 მოგება, 8 მარცხი და 3 ფრეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ChatGPT-იმ მითხრა, რომ კრივი ჩემ გარეშე მოსაწყენია“ | ტაისონ ფიური ბრუნდება
„ChatGPT-იმ მითხრა, რომ კრივი ჩემ გარეშე მოსაწყენია“ | ტაისონ ფიური ბრუნდება