ტაისონი VS მეივეზერი: ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა
მაიკ ტაისონმა და ფლოიდ მეივეზერმა, საჩვენებელი ბრძოლის გამართვაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 25 აპრილს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შედგება.
ამის შესახებ გამოცემა Ring Magazine-ის სპორტულმა მიმომხილველმა, მაიკ კოპინჯერმა განაცხადა. გარდა ამისა, ღონისძიების ჩატარების თარიღი და ადგილი კონგოს ვიცე-პრემიერმა, მობუტუ ნზანგა ნგბანგავემ დაადასტურა.
59 წლის მაიკ ტაისონი, რომელიც კრივის დიდების დარბაზის წევრი და მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონია, ბოლოს რინგზე 2024 წლის ნოემბერში გამოვიდა, სადაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეიკ პოლთან დამარცხდა. ეს მისი პირველი პროფესიონალური ბრძოლა იყო ბოლო 19 წლის განმავლობაში.
48 წლის ფლოიდ მეივეზერი, რომელიც ასევე დიდების დარბაზის წევრი და მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია ხუთ წონით კატეგორიაში, ბოლოს 2024 წლის აგვისტოში იჩხუბა, სადაც საჩვენებელ ბრძოლაში მისი მეტოქე ჯონ გოტი მესამე იყო.