„ისლამის სისხლი შეუძლია დაღვაროს“ - გარის სერიოზულად აფასებენ
UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის მოქმედი ჩემპიონის ისლამ მახაჩევის მომდევნო მეტოქის შესახებ ჯერჯერობით გარკვეული ისევ არაფერია, თუმცა საყოველთაო უმრავლესობის აზრით, დენა უაითი დაღესტნელს მეტოქედ ირლანდიელ იან გარი მაჩადოს შეურჩევს, რომელმაც ბელალ მუჰამადის დამარცხების შემდეგ, ისლამი ბრძოლაში საჯაროდ გამოიწვია. ახლა კი საქართველოში სპეციალურად არის ჩამოსული, რათა გრეპლინგის უნარებით სახელგანთქმულ მახაჩევთან ჩხუბისთვის სათანადოდ მოემზადოს. ამ ორი მებრძოლის შესაძლო დუელის შესახებ PFL-ის მებრძოლმა ალექსანდრ შაბლიმ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„იან გარი მაჩადო არასტანდარტული მებრძპლია, რომელიც მოქნილი გახლავთ, კარგად ურტყამს და მეტოქეს დიდ ზიანს აყენებს. ბოლო ბრძოლა ბელალ მუჰამადის წინააღმდეგ ჩაატარა, კერკერ ექს-ჩემპიონთან, რომელიც ირლანდიელისთვის სტილისტურად იოლი ოპონენტი ნამდვილად არ იყო და მიუხედავად ამისა, მას დამაჯერებლად აჯობა. გარი-მახაჩევის ბრძოლაში ფავორიტად მაინც ისლამს დავასახელებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იანი დაღესტნელი ჩემპიონის სისხლს დაღვრის“.
ცნობისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ UFC-ის ხელმძღვანელებთან ისლამ მახაჩევის მომდევნო მოწინააღმდეგეზე მუშაობა აქტიურად მიდის და ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარს მახაჩევი ივნისში, ან ივლისში დაიცავს.