ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

„ტრილოგია“ - ფიურიმ უსიკთან მესამე ჩხუბი დააანონსა

სუპერ მძიმე წონაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ უკრაინელ ოლექსანდრ უსიკთან მესამე ჩხუბი დააანონსა.

ბრიტანელი მოკრივის განცხადებით, მათი ბრძოლა მომდევნო წელს გაიმართება.

„18 აპრილი, 2026 წელი. „უემბლის“ სტადიონი. ტრილოგია“, - დაწერა ფიურიმ სოციალურ ქსელებში.

შეგახსენებთ, რომ უსიკი-ფიურის პირველი ბრძოლა 2024 წლის მაისში გაიმართა და უკრაინელის გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება რევანშს, ის გასული წლის ბოლოს შედგა. გულშემატკივრებმა საოცარი 12-რაუნდიანი ბრძოლა იხილეს, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა არცერთ მებრძოლს არ მოუპოვებია, თუმცა რიგ ეპიზოდებში უკრაინელი უკეთესი იყო.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული უსიკი გახდა.

გეტყვით ასევე, რომ უსიკი 19 ივლისს, ლონდონში, ბრიტანელ დანიელ დუბუას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უსიკი: ფიური მენატრება
უსიკი: ფიური მენატრება