GB News: ტაისონ ფიური დაბრუნდება და ჯოშუასთან იჩხუბებს
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 13 იანვარს ლეგენდარულმა ტაისონ ფიურიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
დღეს კი GB News წერს, რომ სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი შესაძლოა რინგზე დაბრუნდეს.
წყაროს ცნობით, ბრიტანელი მოკრივე ბრძოლას ენტონი ჯოშუასთან ჩაატარებს. GB New-ს იმასაც გვამცნობს, რომ ბრძოლა უემბლიზე გაიმართება. ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მებრძოლების დაპირისპირების იდეა დიდი ხანია განიხილება. ფიურის და ჯოშუას წარმომადგენლებმა არაერთხელ სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ პირობებზე ვერასდროს თანხმდებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიური უკანასკნელად რინგზე გასული წლის ბოლოს გავიდა და უსიკს დაუპირისპირდა, რომელმაც ის ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა.
გულშემატკივრებმა საოცარი 12-რაუნდიანი ბრძოლა იხილეს, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა არცერთს არ მოუპოვებია, თუმცა ეპიზოდებში უკრაინელი უკეთესი იყო.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული უსიკი გახდა. ცნობისთვის, ფიურიმ კარიერის განმავლობაში 37 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 34 წარმატებით დაასრულა.