ოფიციალურად - ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა გაავრცელა. დღეიდან UFC-ის მძიმეწონოსანი ჩემპიონი ტომ ასპინალი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლეგენდარული ჯონსი ბრძოლაზე უარს აცხადებდა და ამის გამო მან არაერთი კრიტიკა დაიმსახურა. ჯონსს ასპინალთან ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ აღნიშნული დაპირისპირება არ შედგა.
ასევე გეტყვით, რომ უკანასკნელ წლებში, ჯონი ყველა წონითი დივიზიონის საერთო რეიტინგის ლიდერი იყო და მას პირველობა რამდენიმე თვის წინ, ისლამ მახაჩევმა ჩამოართვა.
„ბოუნსმა“ კარიერაში არაერთი საოცარი შედეგი დააფიქსირა, მათ შორის: ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი UFC-ის ისტორიაში, ორი დივიზიონის ტიტული, ზედიზედ 20 გამარჯვება, 16 გამარჯვება სატიტულო ბრძოლაში და ნული ნოკდაუნი კარიერაში.
???? TOM ASPINALL IS THE OFFICIAL HEAVYWEIGHT CHAMP@DanaWhite has announced that Jon Jones has RETIRED, thus elevating @AspinallMMA to become the heavyweight champ ???? pic.twitter.com/oJ8a9nl8KT
— UFC (@ufc) June 21, 2025