ტოჩინოშინმა
Aa
Aa

ტოჩინოშინმა "ჰარუ ბაშო" მარცხით დაასრულა

„ჰარუ ბაშო“ ტოჩინოშინმა მარცხით დაასრულა. ქართველი რიკიში მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკასთან უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.

ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. ჩავლება საბოლოოდ ორივე მათგანმა აიღო, თუმცა ილეთის შესრულებას კარგა ხნის განმავლობაში ვერცერთი ახერხებდა. საბოლოოდ, მეტოქემ „ტოჩის“ დაგდება შეძლო.

კოტონოვაკას ტოჩინოშინი პირველად შეხვდა და მეტოქის დაბალი რანგის გათვალისწინებით ეს გასაკვირი არც იყო.

გორგაძემ ტურნირი 6-9-ზე ბალანსით დაასრულა და მომდევნო ბაშოსთვის კვლავ დაქვეითება ემუქრება.

მომდევნო ტურნირი "ნაცუ ბაშო" 12-დან 26 მაისის ჩათვლით ტოკიოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები