მოლაპარაკებები ჩიხშია - ლაპორტა იუვეს ილდიზს ართმევს
2029 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კენან ილდიზსა და „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ხანგრძლივობის ვადას დიდი მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მისი ანაზღაურების გადახედვა მოინდომეს და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო.
„ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელები მზად არიან კენანს ტენ კომპმეინერსზე 2 მილიონი ევროთი მეტი ხელფასი გადაუხადონ, რომელიც 4,5 მილიონს იღებს, თუმცა თურქი შემტევის აგენტი თვლის, რომ მისი კლიენტი ისეთ სათამაშოს ხარისხს აჩვენებს, რომ გაცილებით დიდ ანაზღაურებას იმსახურებს. მხარეებს შორის არსებული დაძაბულობით სარგებლობა ჟოან ლაპორტა ცდილობს, რომელიც თვლის, რომ ილდიზის დამატების შემთხვევაში, მისი და ლამინ იამალის სახით, კლუბს ფლანგის ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ეყოლება.
ცნობისათვის, 20 წლის კენან ილდიზის ანგარიშზე მიმდინარე სერია A-ში გამართულ 6 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე პასია. ცოტა ხნის წინ, „იუვეს“ „ჩელსი“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ტურინელებმა ლონდონელებს კატეგორიული უარი განუცხადეს.