ვინჩენცო მონტელა, თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მონტელამ თურქეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ბულგარეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

თურქეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი), ბერკე იოზერი (ლილი), მერთ გიუნოქი (ბეშიქთაში), უღურჩან ჩაქირი (გალათასარაი);

მცველები: აბდულქერიმ ბარდაკჩი (გალათასარაი), ჩაღლარ სოიუნჩუ (ფენერბახჩე), ერენ ელმალი (გალათასარაი), ფერდი ქადიოღლუ (ბრაიტონი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), მერთ მულდური (ფენერბახჩე), სამეთ აქაიდანი (ჩაიქურ რიზესპორი), იუსუფ აქჩიჩექი (ალ-ჰილალი), ზექი ჩელიქი (რომა);

ნახევარმცველები: ატაკან კარაზორი (შტუტგარტი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუქსექი (ფენერბახჩე), ორქუნ ქოქჩუ (ბეშიქთაში), სალიჰ იოზქანი (დორტმუნდი);

თავდამსხმელები: არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ილმაზი (გალათასარაი), ჯან უზუნი (აინტრახტი), დენიზ გიული (პორტო), ირფან კაჰვეჩი (ფენერბახჩე), კენან ილდიზი (იუვენტუსი), ქერემ აქთურქოღლუ (ფენერბახჩე), ოღუზ აიდინი (ფენერბახჩე), იუნუს აქგიუნი (გალათასარაი).

11 ოქტომბერს თურქეთი ბულგარეთს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი ქალაქ იზმითში საქართველოს ეროვნულ გუნდს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენი მიზანი არ შეცვლილა | სანიოლის პრესკონფერენცია
ჩვენი მიზანი არ შეცვლილა | სანიოლის პრესკონფერენცია