ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

დე ლა ფუენტე: ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩებია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მუნდიალის შესარჩევისთვის შემადგენლობა დაასახელა და შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვისას ესპანელმა სპეციალისტმა საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

სექტემბრის სანაკრებო პაუზისას ლამინე იამალმა ეროვნულ ნაკრებში გამაყუჩებლით ითამაშა. მწვრთნელმა ამ თემაზე ისაუბრა და შემდეგი კითხვა ასეთი იყო: ფიქრობთ, რომ ვართ ისეთ ქვეყანაში, სადაც ნაკრების სივრცე კარგად დაფასებულია?

დე ლა ფუენტე: „მე ძალიან მსურს, რომ სანაკრებო პაუზებისას ნაკრები ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ეს არის საქმე, სადაც ჩვენ და თქვენ (ჟურნალისტებმა) უნდა გავზარდოთ ცნობიერება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთან და ბულგარეთთთან მატჩებია. აუცილებელია რომ ნაკრებისადმი ეს შეგრძნება მუდმივად გვქონდეს."

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთმა გასვლაზე ბულგარეთს მოუგო (0:3), შემდეგ კი თურქეთის ნაკრები გასვლაზე გაანადგურა (0:6). ორი ტურის შემდეგ ესპანეთი 6 ქულით ლიდერია, საქართველოსა და თურქეთის აქტივში 3-3 ქულაა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია. ესპანეთს გოლი არ გაუშვია, ბულგარეთს არ გაუტანია. მესამე ტურში ესპანეთი ელჩეში საქართველოს მიიღებს. მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მეოთხე ტურში, 14 ოქტომბერს ესპანეთი ბულგარეთს უმასპინძლებს.

ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის შემდეგი ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები: უნაი სიმონი, დავიდ რაია, ალექს რემირო

მცველები: გრიმალდო, კუკურელია, კუბარსი, ვივიანი, ლე ნორმანი, მარკოს ლორენტე, პორო, ჰაუსენი

ნახევარმცველები: როდრიგო, ოლმო, მიკელ მერინო, ზუბიმენდი, ალეიქს გარსია, პედრი, ალექს ბაენა, პაბლო ბარიოსი

თავდამსხმელები: ოიარზაბალი, ფერანი, იერემი, იამალი, სამუ, ხორხე დე ფრუტოსი, ხესუს როდრიგესი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენი მიზანი არ შეცვლილა | სანიოლის პრესკონფერენცია
ჩვენი მიზანი არ შეცვლილა | სანიოლის პრესკონფერენცია