მერაბ დვალიშვილი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მოგება შეიძლებოდა“ | სენდჰეგენმა მერაბთან წაგებულ ჩხუბზე ისაუბრა

კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „სენდმენი“ „მანქანასთან“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ამერიკელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ გამარჯვება შეეძლო.

„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. გუშინ ღამე ვერ დავიძინე და მერაბთან ორთაბრძოლას ახლიდან ვუყურე. გამარჯვება ნამდვილად შემეძლო. უბრალოდ მეორე რაუნდში ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩავვარდნილიყავი და კინაღამ ნოკაუტამდე არ მივსულიყავი.

მერაბს გამარჯვებას ვულოცავ და თითქმის გააკეთა ის, რასაც ამბობდა. ჩვენი წონითი დივიზიონის კარგი სახეა და მისით ვამაყობ. მარცხის მიუხედავად, საკუთარ თავის ბოლომდე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს ჩემპიონი გავხდები.“

შეგახსენებთ, რომ მაიკ ბელმა და ბენ კარტლიჯმა „მანქანას“ 49:45 დაუფიქსირეს, ერიკ კოლონმა - 49:47. დვალიშვილს სენდჰეგენის წინააღმდეგ 20 თეიქდაუნი ჰქონდა და UFC-ში პირველი მებრძოლია, ვისაც ორგანიზაციაში 100 თეიქდაუნი აქვს შესრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი ვარ, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა
„ერთადერთი ვარ, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა