ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ერთადერთი ვარ, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა

არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და სომეხმა მებრძოლმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცარუკიანის თქმით, დენ ჰუკერის დამარცხების შემდეგ ილია თოფურიას გამოწვევას აპირებს და იმედი აქვს, რომ მასთან 2026 წლის დასაწყისში იჩხუბებს.

„სატიტულო ორთაბრძოლის მიღება მინდოდა, მაგრამ UFC-იმ მითხრა, რომ ილია 2025 წელს არ იჩხუბებდა. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვიყავი, რადგან დიდი ხანია ოქტაგონში არ შევსულვარ. ჯასტინ გეიჯიმ ჩემთან ჩხუბზე უარი განაცხადა, დენ ჰუკერი კი დათანხმდა. გეიჯი უკეთესი ვარიანტი იყო, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩემთვის ჰუკერიც და გეიჯიც მარტივი მეტოქეები არიან.

ოქტაგონში შევალ, ჰუკერს მოვუგებ — სასურველია, რომ დავაფინიშო — შემდეგ თოფურიას გამოვიწვევ და იმედი მაქვს, იანვარში ან თებერვალში საჩემპიონო შანსს მივიღებ. მსუბუქ წონით დივიზიონში ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც ილიას დამარცხება შეუძლია, მე ვარ. ეს ყველამ იცის — მათ შორის UFC-მაც. სწორედ ამიტომ ცდილობენ, თოფურია ჩემგან მაქსიმალურად შორს იყოს. თუ ჰუკერს დავაფინიშებ ან გამორჩეულად კარგ ბრძოლას ვაჩვენებ, ილიას ვეღარ დაიცავენ,“ — განაცხადა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჰუკერისა და ცარუკიანის ბრძოლა კატარში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე ილია თოფურიას ძმას, ალექსანდრეს ვიხილავთ, რომელიც ბეკზატ ალმახანს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფე მოდის“ | ილია თოფურია ოქტაგონში დაბრუნებას აანონსებს
„მეფე მოდის“ | ილია თოფურია ოქტაგონში დაბრუნებას აანონსებს