„მეფე მოდის“ | ილია თოფურია ოქტაგონში დაბრუნებას აანონსებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ოქტაგონში დაბრუნება დააანონსა. „ელ მატადორმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.
„მეფე მოდის. უსაფრთხოდ არავინაა. ისინი რიგში დააყენეთ. დაპყრობა გრძელდება“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ უცხოურ პრესაში თოფურიასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ილიასთან დაახლოებულმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ დაწერა, რომ „ელ მატადორი“ იანვარში იჩხუბებს. UFC-ისა და Paramount-ს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში 2026 წლიდან შედის და ორგანიზაციის პრეზიდენტს, დენა უაითს მასშტაბური ქარდის ჩანიშვნა სურს.
მანამდე, ილია ალექსანდრეს დაეხმარება. უფროსი თოფურია 22 ნოემბერს იჩხუბებს და კატარში გასამართ ღონისძიებაზე ვიხილავთ. მისი მეტოქე ბეკზატ ალმახანია, ხოლო ღონისძიების მთავარ მოვლენაში არმან ცარუკიანისა და დენ ჰუკერის ბრძოლას ვიხილავთ.