გიორგი მიქაუტაძე, ჯონ ვანტ სხიპი
Aa
Aa

„შესანიშნავი ფეხბურთელია“ | აიაქსის ექს-თავკაცს მიქაუტაძის კარგი თამაში არ უკვირს

„აიაქსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ სხიპმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. როდესაც ქართველი ფეხბურთელი ამსტერდამულ კლუბში თამაშობდა, მისი და ვანტ სხიპის გზები გადაიკვეთა და ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სწორედ ის პერიოდი გაიხსენა.

„გიორგი მიქაუტაძე ნამდვილად შესანიშნავი ფეხბურთელია. როდესაც აიაქსში მივედი, მისთვის პრაქტიკულად ყველაფერი დასრულებული იყო. ბრაიან ბრობი მაღალ დონეზე ასპარეზობდა, თუმცა ვარჯიშებზე ჩანდა, რამდენად ბრწყინვალედ თამაშობდა გიორგი.

პასებისა და შეტევების დაგვირგვინების უნარის მხრივ გამორჩეული იყო, თუმცა იმ პერიოდში ბრობი მაღალ დონეზე თამაშობდა და კლუბი მისგან დიდ სარგებელს იღებდა. ყველას ინტერესში იყო, რომ ბრაიანს მეტი სათამაშო დრო მისცემოდა.“

შეგახსენებთ, რომ „აიაქსში“ ყოფნისას მიქაუტაძეს ან საერთოდ არ აძლევდნენ სათამაშო დროს, ან მისთვის უჩვეულო — გარემარბის პოზიციაზე აყენებდნენ. 2024 წლის იანვარში ქართველი ფეხბურთელი „მეცში“ დაბრუნდა, სადაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და შემდეგ „ლიონში“ გადავიდა. ამჟამად კი ის „ვილიარეალის“ ღირსებას იცავს და გასულ უქმეებზე „რეალსაც“ გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მთელი გუნდის დამსახურებაა“ - კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
„ეს მთელი გუნდის დამსახურებაა“ - კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა