იუვენტუსი, ვილიარეალი, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

“მათ საქმეს გავურთულებთ“ - მარსელინო იუვენტუსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ვილიარეალი ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მარსელინო:

„ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. ვილიარეალთან კარგი მომენტები მქონია, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ კედლებში პირველად გავუძღვები. ეს ჩემთვის პრივილეგიაა. იუვენტუსი ძლიერი იტალიური გუნდია. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შესაძლებლობების გვჯეროდეს.

თუ ჩვენ კონცენტრაციას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოვახდენთ, ეროვნულ ჩემპიონატში პრობლემები გვექნება. საკუთარ ჩემპიონატში გამარჯვებები თავდაჯერებულობას გვმატებს. აიოზე პერესი ვერ ითამაშებს. რაფა მარინს პრობლემები აქვს, მაგრამ იმედია სერიოზული არაფერია და თამაშს შეძლებს.

ნათელი წარმოდგენა მაქვს, თუ როგორ უნდა ვეთამაშო იუვენტუსს, როგორ მივყვეთ ჩვენს გეგმას და როგორ ვიყოთ ის გუნდი, რომელსაც მათი დამარცხება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, კარგად ვითამაშებთ და ტურინელებს საქმეს გავურთულებთ.“

შეგახსენებთ, რომ ვილიარეალის და იუვენტუსის დაპირისპირება პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება და უმაღლესი ალბათობით ბებერი ქალბატონის წინააღმდეგ სასტარტო თერთმეტეულში მოგვევლინება.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ მჯერა, ჩემთვის სეზონი დასრულდა | ხვადაგიანის უმძიმესი ტრავმა
არ მჯერა, ჩემთვის სეზონი დასრულდა | ხვადაგიანის უმძიმესი ტრავმა