ნაპოლი, ნეიმარი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

“ნეიმარმა წყობიდან გამომიყვანა“ - დე ლაურენტისმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი გაიხსენა

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნაპოლიმ მანჩესტერ სიტის სუპერვარსკვლავი კევინ დე ბრუინი დაიმატა.

როგორც აღმოჩნდა, პარტენოპეის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერამდე, ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააფუჭა.

ამის შესახებ, თავად დე ლაურენტისი იტალიურ მედიას ესაუბრა:

„როცა ცნობილი გახდა, რომ ნეიმარი საუდის არაბეთის დატოვებას აპირებდა, მისი პოტენციური ტრანსფერის განხილვა დავიწყეთ. ამ ტრანსფერზე მე ჯოვანი მანა და კონტე ვმუშაობდით.

ნეიმარს ბევრი ვესაუბრეთ. თავიდან ყოყმანობდა და არ იცოდა უნდოდა, თუ არა ევროპაში თამაში. ბოლო საუბრისას მან წყობიდან გამომიყვანა. დავურეკე და საბოლოო პასუხი მოვთხოვე. დამპირდა, რომ დღის ბოლომდე მიპასუხა. ამის შემდეგ, გაქრა და საერთოდ აღარ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, იმ წამსვე დავივიწყეთ მისი ნაპოლიში შესაძლო გადასვლის საკითხი.“

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა კარიერა მშობლიურ სანტოსში გააგრძელა, სადაც კვლავ ტრავმები ტანჯავს. ამ მომენტისთვის, ის კვლავ ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ცნობები, რომ ის სასმელს მიეძალა. ნეიმარის გარემოცვამ ეს ყველაფერი უარყო და ბრაზილიელ ჟურნალისტს როდოლფო გომეშს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები