ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„მიზეზებს იგონებს, სისულელეა“ - სინერმა ზვერევს უპასუხა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ტურნირზე მორიგი მატჩის მოგების შემდეგ, ალექსანდრ ზვერევმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ტურნირის დირექტორებს კორტების სტანდარტიზირება ისე აქვთ გაკეთებული, რომ ბურთმა ნელა იმოძრაოს და ამით იანიკ სინერსა და კარლოს ალკარასს ხელს უწყობენ. ბუნებრივია, გერმანელი ჩოგბურთელის ნათქვამზე კომენტარის გაკეთება სინერს სთხოვეს და იტალიელისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„მიზეზებს იგონებს, სრული სისულელეა. მე და კარლოსი კორტების მოწესრიგებაში მონაწილეობას არასოდეს ვიღებთ და ზვერევს შევახსენებ, რომ ისეთ მატჩებსაც უპრობლემოდ ვიგებ, როდესაც ბურთი სწრაფად მოძრაობს. განსხვავება იმაშია, რომ მისგან განსხვავებით, მე და ალკარასი იმ პირობებთან ადაპტირებას ვახერხებთ, რასაც სხვადასხვა ტურნირების დირექტორები გვთავაზობენ“.

ცნობისათვის, ალექსანდრ ზვერევი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა და მასზე წინ მხოლოდ და მხოლოდ კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი: არ შეიძლება ჩემი შედარება ჯოკოვიჩთან - ის სხვა დონეზეა
სინერი: არ შეიძლება ჩემი შედარება ჯოკოვიჩთან - ის სხვა დონეზეა