„ლა ლიგის მატჩი მაიამიში? ეს უსამართლობაა“ - ფრენკი დე იონგი
„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა ნეგატიურად შეაფასა ლა ლიგის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ვილიარეალი“-„ბარსელონას“ მატჩი აშშ-ის ქალქ მაიამიში გაიმართება.
„არ მომწონს ეს გადაწყვეტილება და მას არ ვეთანხმები. ეს უსამართლობაა ფეხბურთელების მიმართ. ჩვენ არაერთხელ გამოთვითქვამს შეშფოთება გადატვირთული კალენდრისა და ზედმეტი მგზავრობის გამო.
გასვლით მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩავატარებთ. გასაგებია, რომ კლუბებისთვის ეს ბრენდის გლობალური გაფართოების კარგი შესაძლებლობაა. ალბათ, მთავარი მიზანი ესაა - მესმის, მაგრამ ვერ დავეთანხმები.
ეს გადაწყვეტილება კლუბებს დამატებით შემოსავალს მოუტანს, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი მაიამი არ უნდა იმართებოდეს“.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე წელია ესპანეთის სუპერთასის მატჩები საუდის არაბეთში იმართება, თუმცა ლა ლიგის ოფიციალური შეხვედრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად გაიმართება. გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ბარსელონას“ მაიამიში 20 დეკემბერს დაუპირისპირდება.