„რომ შემეძლოს, მხოლოდ ნაკრებში ვითამაშებდი“ - რონალდუ
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ Portugal Football Globes დაჯილდოების ცერემონიაზე პორტუგალიურ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო. ადგილობრივ მედიასთან რონალდუმ თავის მომავალზეც ისაუბრა.
„ახლა მხოლოდ უახლოეს მატჩებზე ვფიქრობ. ჩვენი მიზანია, 2 მატჩი მოვიგოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდეთ. ამდენი წელია, ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, იმიტომ რომ პორტუგალიელი ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ. ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან, კარგ და ცუდ მატჩებში.
ფეხბურთის თამაში ისევ ძველებურად მიყვარს. ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ კარიერის დასრულების დროა. მეკითხებიან, რატომ მინდა 1000 გოლის გატანა, როცა უკვე 900-ზე მეტი გავიტანე... თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ჯერ კიდევ შემიძლია სარგებლის მოტანა როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის.
რატომ არ უნდა ვითამაშო? დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც კარიერას დავასრულებ, ჩმეი თავით კმაყოფილი ვიქნები, იმიტომ რომ 100%-ით დავიხარჯე. ვიცი, რომ კარიერას მალე დავასრულებ, მაგრამ დარჩენილი დროით მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნო.
22 წელია, ნაკრებში ვთამაშობ და ეს ყველაფერზე მეტყველებს. არაერთხელ მითქვამს, რომ შემეძლოს, მხოლოდ ნაკრებში ვითამაშებდი, ვინაიდან ეს ფეხბურთელის კარიერის უმაღლესი მწვერვალია“.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის 2 ტურის შემდეგ პორტუგალიას 6 ქულა აქვს. 11 ოქტომბერს რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი ირლანდიას, 14 ოქტომბერს კი უნგრეთს უმასპინძლებს.