რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა - Bloomberg
კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი მილიარდერი ფეხბურთელი გახდა.
Bloomberg-ის ცნობით, ივნისში, „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებით, რომლის ჯამური თანხა 400 მილიონ დოლარს აღემატება, თავდამსხმელი უმდიდრესი სპორტსმენების რიცხვში შევიდა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, რომელიც პირველად აფასებს რონალდუს შემოსავალს, მისმა ქონებამ 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამგვარად, პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.
რონალდუმ 550 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა 2002-დან 2023 წლამდე პერიოდში. მან ასევე გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტი Nike-თან, რომლის ღირებულება წელიწადში თითქმის 18 მილიონი დოლარია.
გარდა ამისა, ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Armani და Castrol, რამაც მისი ქონება 175 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა.
2023 წელს, „ალ-ნასრში“ გადასვლამ, კრიშტიანუს წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი მოუტანა, გადასახადებით დაუბეგრავი ხელფასისა და ბონუსების სახით.