„პსჟ-თან დაბრუნება სცადა, მაგრამ...“ - დეკუმ იამალის ტრავმაზე ისაუბრა
„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ ლამინ იამალის ტრავმაზე ისაუბრა.
„როგორც ცნობილია, იამალს საზარდულის ტრავმა აწუხებდა. მან სცადა, „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩისთვის დაბრუნებულიყო, მაგრამ მოვლენები სასურველი სცენარით არ განვითარდა, თანაც, მთელი მატჩი მან მაღალი ინტენსივობით ჩაატარა.
მატჩის შემდეგ გადაწყდა, რომ ლამინი „სევილიასთან“ არ ითამაშებდა. მისთვის სპეციალური გეგმა შევიმუშავეთ, ხოლო ინფორმაცია ტრავმის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას გავუგზავნეთ.
არ ვიცი, ისაუბრა თუ არა იამალმა დე ლა ფუენტესთან, ეს მისი ნებაა. ნაკრების მწვრთნელი გავისაც ესაუბრა. იამალს დისკომფორტი აქვს და ის თავს კარგად არ გრძნობს. მე ნაკრების საქმიანობაში არ ვერევი. ვესაუბრე აიტორ კარანკას [ფედერაციის სპორტული დირექტორი] და ვიცი, რომ ისინი ფეხბურთელებზე ზრუნავენ“.
როგორც „ბარსელონას“ მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, იამალი საზარდული ტრავმის გამო 2-3 კვირა იუქმებს და სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. AS-ის ინფორმაციით, იამალმა დისკომფორტი პსჟ-თან მატჩის ბოლო წუთებზე იგრძნო და მომდევნო დღეს საქმის კურსში ნაკრების თავკაცი ლუის დე ლა ფუენტე ჩააყენა.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს საქართველოს, 14 ოქტომბერს კი ბულგარეთს უმასპინძლებს.