საქართველოსთან არ იქნება | იამალი ტრავმის გამო 2-3 კვირა ვერ ითამაშებს
ლამინ იამალი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებთან ჩანიშნულ შეხვედრას გამოტოვებს. ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ იამალი გუნდში გამოიძახა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ ლამინი „ფურია როხას“ ვერ დაეხმარება.
„ბარსელონამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა: „დისკომფორტი, რომელიც ლამინ იამალმა პარი სენ-ჟერმენთან მატჩში, საზარდულის არეში იგრძნო, ახლიდან გამოვლინდა. ის სევილიასთან შეხვედრას გამოტოვებს და 2-3 კვირა გაუცდება.“
???????????????????????????? ????????????????
— FC Barcelona (@FCBarcelona) October 3, 2025
The discomfort in the pubic area that player Lamine Yamal has been experiencing has reappeared after the match against PSG. He will be out for the Sevilla game, and the estimated recovery time is 2-3 weeks. pic.twitter.com/zFLebl67k5
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებას ელჩე უმასპინძლებს. მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მეოთხე ტურში, 14 ოქტომბერს ესპანეთი ბულგარეთს უმასპინძლებს, „ჯვაროსნები“ კი თურქეთს შეხვდებიან.
ცნობისთვის, ორი ტურის შემდეგ ესპანეთი 6 ქულით ლიდერია, საქართველოსა და თურქეთის აქტივში 3-3 ქულაა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია.