ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„იარაღები ჩვენც გვაქვს“ | მექვაბიშვილმა Marca-ს ინტერვიუ მისცა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმა, Marca-ს ინტერვიუ მისცა. 24 წლის ნახევარმცველმა ესპანეთთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და „ფურია როხას“ რიგებიდან პედრი გამოარჩია.

„ესპანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა უდიდესი პატივია. ამავდროულად, ეს მოტივაციის წყაროა, რომ მუშაობა გავაგრძელო და ასეთ დონეზე რეგულარულად ვითამაშო. ვიცით, რას წარმოადგენს ესპანეთის ნაკრები და ვხვდებით, რომ მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თუმცა იარაღები ჩვენც გვაქვს.

ესპანეთის ნაკრებთან თამაში უნიკალური გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ ფეხბურთელთან გიწევს დაპირისპირება, როგორიც პედრია. ის იდეალურად წარმოაჩენს სტილსა და ხარისხს, რომლებიც ესპანურ ფეხბურთს უნიკალურს ხდის.

ესპანეთი, მისი საფეხბურთო კულტურა და ლა ლიგის სათამაშო სტილი ძალიან მიყვარს. ჩემი ოცნებაა, იმ ქართველ ფეხბურთელთა გზას გავყვე, რომლებმაც ისტორიულ ესპანურ კლუბებში გაიბრწყინეს. ჩემი მიზანია, ყოველდღიურად გავიზარდო, საუკეთესოებისგან ვისწავლო და დავამტკიცო, რომ ქართველ მოთამაშეს შეუძლია, უმაღლეს დონეზე იყოს კონკურენტუნარიანი.“

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეშიქთაში არ ნებდება | დავითაშვილი ზამთარში სენტ-ეტიენს დატოვებს?
ბეშიქთაში არ ნებდება | დავითაშვილი ზამთარში სენტ-ეტიენს დატოვებს?