შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

“ნამდვილი მაგიაა“ - კიტეიშვილი ფეიენოორდთან მატჩის წინ შეაქეს

2026 წელს კიტეიშვილის შტურმს ჯერჯერობით ოფიციალური მატჩი არ გაუმართავს. ავსტრიული კლუბი წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ევროპის ლიგის ფაზაზე სტუმრად ფეიენოორდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

აღნიშნული დაპირისპირების წინ, ნიდერლანდური გამოცემა voetbalprimeur ქართველ ფეხბურთელზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

Voetbalprimeur:

„ვის უნდა მიაქციოს ფეიენოორდმა განსაკუთრებული ყურადღება? — ოთარ კიტეიშვილს,“ — ამბობს სპორტული ჟურნალისტი ტომ მიდლერი.

ოთარ კიტეიშვილი ამ დროისთვის შტურმ გრაციში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესს თითქმის ყოველ ზაფხულს იჩენენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ბუნდესლიგის წლის ფეხბურთელად დასახელდა, შეუძლია ორივე ფეხით შორიდან თითქოს შეუძლებელი გოლების გატანა და ბოლო მესამედში პასების გასაკეთებლად შესანიშნავი ხედვა აქვს.

როცა ფორმაშია, კიტეიშვილი ნამდვილი მაგიაა. უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, დიდი კლუბი მას წლების წინ გადაიბირებდა. კიტეიშვილი ავსტრიული ბუნდესლიგისთვის ისაა, რაც ლიონელ მესი MLS-ისთვის“

შეგახსენებთ, რომ ფეიენოორდისა და შტურმის დაპირისპირება 22 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

ცნობისთვის, ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ოთარმა ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა თავი და 5 შეხვედრაში ორი ბურთი შეაგდო.

გეტყვით იმასაც, რომ 17 ტურის შემდეგ შტურმს 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. გრაცელები ლიდერ ზალცბურგს ოთხი ქულით, ხოლო მეორეადგილოსან ლასკს ერთი ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები