ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბეშიქთაში არ ნებდება | დავითაშვილი ზამთარში სენტ-ეტიენს დატოვებს?

თურქული Fotomaç-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბეშიქთაში’’ ზურიკო დავითაშვილის გადაბირებას ეცდება. თურქულ კლუბს მარცხენა გარემარბი არ ჰყავს და ზამთარში ქართველის ტრანსფერზე აქტიურად იმუშავებენ.

„ბეშიქთაშის'' მთავარი მწვრთნელი თურქი სპეციალისტი სერგენ იალჩინია, რომელმაც აგვისტოში ოლე გუნარ სულშერი შეცვალა. თურქეთის სუპერ ლიგაში გუნდმა 7-დან 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 დათმო, 13 ქულით მე-6 ადგილზეა. „ბეშიქთაში'' სრულად თურქეთის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული, რადგან კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში „ლოზანასთან'' მარცხის შემდეგ ევროტურნირს დაემშვიდობა.

გასულ სეზონში დავითაშვილმა ლიგა 1-ში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ზაფხულში „სენტ-ეტიენის’’ დატოვების დიდი სურვილი ჰქონდა, ლიგა 2-ში დაბრუნება მის გეგმებში არ შედიოდა, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა და ფეხბურთელი საფრანგეთის რანგით მეორე ლიგას დაუბრუნდა. ლიგა 2-შისაუკეთესო თვისებებს ავლენს, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს, 8 მატჩში 4 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, თაუფიკ ბენტაიბის ჩამორჩება, რომელმაც ხუთი გოლი ხუთ მატჩში შეაგდო.

დავითაშვილის პროგრესიდან გამომდინარე ლიგა 2 მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება, ფეხბურთელი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს. თუ „ბეშიქთაში'' ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩაერთვება, შესაძლოა დავითაშვილისთვის თურქეთში ტრანსფერი საინტერესო ვარიანტი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენთან ყოფნას იმსახურებს | კრემონეზეს დირექტორმა ლორთქიფანიძეზე ისაუბრა
ჩვენთან ყოფნას იმსახურებს | კრემონეზეს დირექტორმა ლორთქიფანიძეზე ისაუბრა