ფუტსალი | უამრავი გაფუჭებული მომენტი, საქართველო ლატვიასთან დამარცხდა
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში რეალობას არ ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ ლატვიამ კარგად ითამაშა, ასათაიანის შეგირდებმა არაერთი მომენტი შექმნეს.
ანგარიში მე-3 წუთზე მატიუშენკომ გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს არაერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა ლატვიელთა მეკარე უშეცდომო იყო. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში ასათიანის შეგირდები გააქტიურდნენ და ორი 100%-იანი მომენტი შექმნეს, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე კვლავ მურნიექსი იყო.
მურნიექსის გარდა, ლატვიელთა მხრიდან ედგარს ტარაკანოვსი ბრწყინავდა, რომელმაც საქართველოს 25-ე და 27-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. საბოლოო წერტილი ბაკლანოვსმა დასვა. მატჩის ბოლოს, მურნიექსს 19 ბურთი ჰქონდა მოგერიებული.
ფუტსალის ეროვნული ნაკრები ძალიან ბევრს ცდილობდა, მაგრამ მურნიექსის კარი ვერაფრით აიღო. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ 0:4. შემდეგ ტურში საქართველო ხორვატიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 25 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.