„გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით“ - ფუტსალის ნაკრები ლატვიასთან მარცხის შემდეგ
გუშინ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ტურნირის მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით, 4:0 დამარცხდა.
ქართველ ფეხბურთელებს გოლის გატანის ბევრი შანსი ჰქონდა, მაგრამ რეალური მომენტები ვერ გამოიყენა, რამაც საბოლოოდ, გუნდებს შორის ასეთი სხვაობა გამოიწვია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელებმა, ირაკლი თოდუამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა განვლილი მატჩი შეაფასეს და გულშემატკივრებს დაფიქსირებული შედეგის გამო ბოდიში მოუხადეს.
ავთანდილ ასათიანი:
ირაკლი თოდუა:
ვახტანგ ჯვარაშვილი:
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას 25 იანვარს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება და მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.