შოთა არველაძე
Aa
Aa

კრიზისული პერიოდი დაძლია | არველაძის გუნდის დაუმარცხებელი სერია

თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონი შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ქასიმფაშამ’’ ძალიან ცუდად დაიწყო, საწყის სამ ტურში 1 ქულაც ვერ მოიპოვა, სამივე მატჩი დათმო, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა და ზედიზედ ხუთი ტურია, რაც ქართველი სპეციალისტის გუნდი დაუმარცხებელია.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ქასიმფაშამ’’ გასვლით მატჩებში „ქარაგიუმრუქი’’ და „რიზე’’ დაამარცხა, ხოლო „სამსუნთან’’, „ფენერთან’’ და „ქონიასთან’’ ქულა მოიპოვა. ცხადია ყველაზე დიდი ყურადღება „ფენერთან’’ მატჩმა მიიპყრო, როცა დომენიკო ტედესკოს გუნდი მარკო ასენსიოს გოლით იგებდა, თუმცა ჰარის ჰაირადინოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და „ქასიმფაშამ’’ საკუთარ კედლებში ქულა მოიპოვა.

8 ტურში „ქასიმფაშამ'' 9 ქულა დააგროვა, მე-11 ადგილზეა, საუკეთესო ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს. მე-10 ტურში, 20 ოქტომბერს „ქასიმფაშა'' „ეუპსპორს'' ესტუმრება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი „ქასიმფაშას'' მთავარ მწვრთნელად 2012-15 წლებშიც მუშაობდა (33 გამარჯვება, 28 ფრე, 30 მარცხი). გასულ ზაფხულში „ქასიმფაშაში'' დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავად თამაშობს“ | რას წერს Marca მიქაუტაძეზე
„შესანიშნავად თამაშობს“ | რას წერს Marca მიქაუტაძეზე