თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

“თავს არ ვიმართლებ“ - ქეცბაია ლიმასოლთან წაგების შემდეგ

„ანორთოსისში“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლიმასოლში აელ-თან მძიმე მარცხის (1:4) შემდეგ აცხადებს, რომ წელს გუნდი მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.

პირველი კვიპროსული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სწორედ ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მოხვდა, ამჟამად კვიპროსის ჩემპიონატში ექვსი ტურის შემდეგ ორი ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.

„რთული კვირა იყო, გუნდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ავადმყოფობის გამო ათი ფეხბურთელი გვაკლდა და შემადგენლობის შეკრება გაგვიჭირდა. ეს არაა თავის მართლება, ვეცადეთ წარმატებისთვის მიგვეღწია, მაგრამ ასეთ ვითარებაში ვერაფერს გავხდებოდით და, სამწუხაროდ, გულშემატკივრებს იმედები გავუცრუეთ.

წინა წლებთან შედარებით წელს განსხვავებული ამოცანა გვაქვს, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს ჩვენი ქომაგებისთვის, რომლებიც ყოველთვის წარმატებასა და ტიტულებს ითხოვენ, რეალობა ისაა, რომ ლიგაში დარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ“,

– ამბობს თემურ ქეცბაია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავად თამაშობს“ | რას წერს Marca მიქაუტაძეზე
„შესანიშნავად თამაშობს“ | რას წერს Marca მიქაუტაძეზე