გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძეს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება | უოტფორდი პეცოლანოს უშვებს

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Sky Sports ავრცელებს და წერს, რომ უახლოეს საათებში „კრაზანები“ პაულო პეცოლანოს გაათავისუფლებენ.

„უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ბოლო სამ შეხვედრაში 7 ქულა აიღო და სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. „კრაზანების“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ გუნდს უფრო მეტის პოტენციალი აქვს და ახალი მთავარი მწვრთნელიც შეარჩიეს.

Sky Sports-ის ცნობით, „უოტფორდი“ ხავი გრასიას კანდიდატურას განიხილავს. ესპანელი სპეციალისტი ბოლოს „ლიდსში“ მუშაობდა და 2023 წლის მაისის შემდეგ უმუშევარია. გრასია „უოტფორდს“ კარგად იცნობს და 2018-19 წლებში „კრაზანების“ თავკაცი გახლდათ.

ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და გუნდს დიდი ხანია ვერ ეხმარება. „ჩაკვემ“ ფეხის თითი მოიტეხა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ჯერჯერობით უცნობია, ჩაკვეტაძე მოედანს ზუსტად როდის დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თეთრ სახლში კონორისა და ჯონსის ადგილი არაა“ - დემეტრიუს ჯონსონი
„თეთრ სახლში კონორისა და ჯონსის ადგილი არაა“ - დემეტრიუს ჯონსონი