წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი - ბათუმის დინამო თურქეთში 7 მატჩს გამართავს
იქამდე, სანამ Crystalbet ეროვნული ლიგა დაიწყება, ბათუმის დინამო წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში გაივლის, სადაც 7 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკრება 2 ნაწილად გაიყოფა. აჭარული გუნდის 5 მოწინააღმდეგე უკვე ცნობილია.
ბათუმის დინამოს პირველი მატჩი 24 იანვარს ბოსნიურ სლოგა დობოისთან ელის. მეორე მატჩი 30 იანვრით თარიღდება და ჭიაბრიშვილის შეგირდები ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელს სილეკსის დაუპირისპირდებიან.
ბათუმის დინამო მესამე მატჩს 10 თებერვალს უზბეკური ნეფთჩის წინააღმდეგ გამართავს. მეოთხე შეხვედრა 13 თებერვალს უკრაინულ ოლექსანდრიასთან იგეგმება, ხოლო მე-5 თამაში აჭარლებს 16 თებერვალს კიდევ ერთ უზბეკურ გუნდთან სოგდიანასთან ელით. დარჩენილი ორი მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ბათუმის დინამოსთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. გუნდმა Crystalbet ეროვნულ ლიგა მე-6 ადგილზე დაასრულა.
2026 წლის სეზონი 28 თებერვალს დაიწყება, ხოლო ბათუმის დინამო პირველ ტურს პირველ მარტს თბილისის დინამოს წინააღმდეგ გახსნის.