„რამხელა სიძულვილი და დაცინვა ვიხილეთ...“ - მორგანმა რონალდუ დაიცვა
ცნობილმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა, პირს მორგანმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უზბეკეთის წინააღმდეგ პორტუგალიის ნაკრების მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„რამდენი საცოდავი ნიშნისმოგება, სიძულვილი და დაცინვა ისმის კრიშტიანუს მისამართით პორტუგალიის ნაკრების ერთი საშუალო დონის თამაშის შემდეგ: „მისი დრო წავიდა!“... ხვალ საღამოს, პორტუგალიის მეორე მატჩში, ეს ყველაფერი მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ის აქ ტყუილად არ იმყოფება და ამას ყველას დაუმტკიცებს“, — დაწერა მორგანმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, კონგოს დრ-ს წინააღმდეგ ფრედ, 1:1 ითამაშა. რობერტო მარტინესის გუნდი მეორე ტურის შეხვედრას ხვალ, საქართველოს დროით 21:00 საათზე უზბეკეთის ნაკრებთან გამართავს.