კილიან მბაპე, დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ფეხბურთელების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ვარ“ - დეშამის და მბაპეს კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთის ნაკრებმა ერაყი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. ერაყელთა კარში ორი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, ერთიც კი უსმან დემბელემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდიე დეშამმა და კილიან მბაპემ განვლილი მატჩი შეაფასეს.

დიდიე დეშამი:

„პირველი ტაიმი კარგი იყო. შესაძლოა, ჩემი ფეხბურთელების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ვარ, მაგრამ იმ მოთამაშეებთან, რომლებიც მყავს, სწორედ ასეთ მიდგომას ვამჯობინებ. მეორე ტაიმში სრულად გადავჯგუფდით, რაც მომხდარი პაუზის გათვალისწინებით მარტივი არ იყო. გამარჯვება კარგია. დღეს შემდეგ ეტაპზე გავედით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფში საბოლოო მდგომარეობისთვის გადამწყვეტი მესამე მატჩი იქნება“.

კილიან მბაპე:

„კარგად ვიმუშავეთ. ჩვენთვის ძალიან გრძელი დღე იყო. ჩვენი გუნდი კონცენტრირებული რჩება. დღევანდელი მატჩი ამის დასტურია. შეიძლება იყოს შტორმი ან ორსაათიანი ლოდინი, მაგრამ ჩვენს მიზანზე ვართ ფოკუსირებულები. სამუშაო ყოველთვის არის. გუნდი სწორ გზაზეა. კარგად აღვიდგენთ ძალებს და ნორვეგიასთან შეხვედრაზე ვკონცენტრირდებით“.

საფრანგეთის მსგავსად, I ჯგუფში თავისი მეორე მატჩი ნორვეგიამაც მოიგო და ახლა ორივე გუნდს 6-6 ქულა აქვთ. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ პოზიციაზე საფრანგეთი იმყოფება, თუმცა გადამწყვეტი მესამე მატჩი იქნება, რომელშიც ერთმანეთს სწორედ საფრანგეთისა და ნორვეგიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 26 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს დუბლი და 2 საათით შეწყვეტილი მატჩი - საფრანგეთმა ერაყს მოუგო
მბაპეს დუბლი და 2 საათით შეწყვეტილი მატჩი - საფრანგეთმა ერაყს მოუგო