იბერია 1999, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„ფლორას დაუფასებლობა არ შეიძლება“ - ანდრეი დემჩენკო

Crystalbet ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, „იბერია 1999“-ის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და თბილისური გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

რას ამბობს დემჩენკო:

„ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ რაღაც შესაცვლელი იყო და „იბერიას“ ცვლილებები სჭირდებოდა. რეალურად, წელს ახალი გუნდი შეიკრიბა, თუმცა ჩვენ თამაშის გაუმჯობესება გვსურს.

ჩვენი მიზნები? საქართველოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგასა თუ, ზოგადად, ევროტურნირებზე მაქსიმალურად შორს გასვლაა. საამისოდ „იბერიას“ წერტილოვანი გაძლიერება გვჭირდება, სუსტი რგოლები უნდა შევავსოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გასასვლელად ბევრი მოთამაშის დამატება კი არ გვინდა, არამედ 2-3 მაღალი დონის ფეხბურთელი გვესაჭიროება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს მოწინააღმდეგეს, ტალინის „ფლორას“ – მეტოქის დაუფასებლობა დაუშვებელია. საქართველოში მუშაობისას არაერთხელ მიგრძვნია, რომ ეს წაგების მიზეზი გამხდარა.

„ფლორას“ ლეგიონერები არ ჰყავს, მაგრამ ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების საინტერესო ნაზავია. მეტოქის პატივისცემა აუცილებელია, თუმცა გუნდს ყოველთვის მოგებისთვის განვაწყობ და არავისი გვეშინია“.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი დემჩენკომ „იბერია 1999“-ში გუგა ნერგაძე 1 შეცვალა. უკრაინელმა სპეციალისტმა ახალ გუნდში სადებიუტო მატჩი 17 ივნისს, „რუსთავის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულმა გარიგება ბოლო ეტაპზე ჩაშალა“ - ალისონი იუვენტუსში გამოირიცხა
„ლივერპულმა გარიგება ბოლო ეტაპზე ჩაშალა“ - ალისონი იუვენტუსში გამოირიცხა