იბერია 1999
Aa
Aa

წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი - იბერია 1999 თურქეთში 5 მატჩს გამართავს

იქამდე, სანამ Crystalbet ეროვნული ლიგა დაიწყება, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდს თურქეთში გაატარებს, სადაც რამდენიმე ამხანაგური მატჩიც დაიგეგმა.

იბერია თურქეთში ხვალ გაემგზავრება, სადაც ერთ თვეს დაყოფს. ამ პერიოდში კი 5 ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

30 იანვარს თბილისური კლუბი სლოვაკურ რუჟემბეროკს დაუპირისპირდება. 2 თებერვალს უკრაინულ ვერესს, 9 თებერვალს ასევე უკრაინულ დინამოს.

მეოთხე მატჩი იბერია 1999-ს მოლდოვურ პეტროკუბისთან ელის, ხოლო მეხუთე მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მატჩი 17 თებერვლით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იბერია 1999-მა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ და ზედიზედ მეორედ იზეიმა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ქვეყანას სწორედ იბერია წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები