კრიშტიანუს 960-ე გოლი კარიერაში - ალ ნასრიმ დამაკი დაამარცხა
საუდის პრო ლიგის მორიგ ტურში ალ ნასრი დამაკს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმაც შეიტანა.
ანგარიში მე-5 წუთზე ღარებმა გახსნა და პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეორე ტაიმში გაისროლა.
კრიშტიანუმ სხვაობა ორამდე 50-ე წუთზე გაზარდა და ალ ნასრის უპირატესობა სოლიდური გახდა. ეს გოლი რონალდუს კარიერაში რიგით 960-ე იყო.
68-ე წუთზე ჰარკასმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა დარჩენილ დროში დამაკმა მეტი გოლი ვეღარ გაიტანა და ალ ნასრიმ მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ალ ნასრის 37 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს. ლიდერ ალ ჰილალს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა ჩემპიონატის ლიდერს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.