მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ხაბიბ ნურმაგომედოვია“ | UFC-ის ექს-მებრძოლი მერაბზე

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და შემდგომში კომენტატორმა, კენი ფლორიანმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ფლორიანმა „მანქანა“ შეაქო და მას სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ხაბიბ ნურმაგომედოვი უწოდა.

„ჩემი აზრით, მისი მთავარი საფრთხე სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში კი არა, ქვემსუბუქშია. ამ მომენტისთვის, ვერავის ვხედავ, ვისაც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში მისი დამარცხება შეუძლია. დიდი ინტერესით ველოდები უმარ ნურმაგომედოვისა და მარიო ბაუტისტას ჩხუბს. თუ ბაუტისტამ აჩვენა, რომ კონტრ-ჭიდაობა შეუძლია, სერიოზული საფრთხე იქნება.

ბაუტისტას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც რაღაცები დასამტკიცებელი აქვს, სხვა არავინ მახსენდება. დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ხაბიბ ნურმაგომედოვია.“

შეგახსენებთ, რომ „არწივი“ მსუბუქ წონით დივიზიონში დომინანტი იყო და ყველა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. ნურმაგომედოვმა ვაკანტური ქამარი ალ იაკვინტასთან ჩხუბში მოიგო, შემდეგ კი ტიტული კონორ მაკგრეგორთან, დასტინ პორიესთან და ჯასტინ გეიჯისთან დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბაიერნი ახლა ევროპის უძლიერესი გუნდია“ - ლოთარ მათეუსი
„ბაიერნი ახლა ევროპის უძლიერესი გუნდია“ - ლოთარ მათეუსი