პანტოჟას დიდი უიღბლობა | ხელი მოტყდა და ჯოშუა ვენი ჩემპიონია
UFC-ის უმსუბუქესი წონით დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. 24 წლის ჯოშუა ვენმა ალეშანდრე პანტოჟა საკმაოდ უცნაურად დაამარცხა. პანტოჟას ბრძოლის დასაწყისში ხელი მოტყდა და ქამარი ვენმა მოიპოვა.
ჯონ ჯონსის შემდეგ ჯოშუა ვენი UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია. ასევე, ვენი გახდა UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი, რომელიც 21-ე საუკუნეში დაიბადა.
„საუკეთესო ექიმებთან გაგაგზავნით და პირდაპირ აქ დაგაბრუნებთ'' - უთხრა UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა პანტოჟას.
„ალბათ, UFC რამეს მოიფიქრებს'' - აღნიშნა ჯოშუა ვენმა და რემატჩზე მიანიშნა.
სუპერმსუბუქი წონის (Flyweight) ყოფილ ჩემპიონ ალეშანდრე პანტოჟასთან დაკავშირებით UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა პრესკონფერენციაზეც ისაუბრა. დენას თქმით, პანტოჟა ოქტაგონს მალე არ დაუბრუნდება: "რაც არ უნდა მოხდეს, მე ვერ ვხედავ, რომ ის მალე დაბრუნდება. ვფიქრობ, მის დაბრუნებამდე [ტიტულის] დაცვა შედგება."
???? Dana White says Alexandre Pantoja won't be fighting anytime soon ????
— Championship Rounds (@ChampRDS) December 7, 2025
"No matter what happens, I don't see him coming back anytime soon. I think there would be a [title] defense before he comes back." #UFC323 pic.twitter.com/sBXiTM3XWc