დვალიშვილი: პიოტრს დავანახებ, თუ რა არის ნამდვილი “შეწყალება არ იქნება“
რამდენიმე საათში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. ბრძოლამდე კი მერაბმა მის მოწინააღმდეგეზე ისაუბრა.
დვალიშვილი:
„წონის კლება ადვილი არასდროს არის. ამაში საკმაოდ დიდ ენერგიას ვხარჯავ. თავს ახლა მშვენივრად ვგრძნობ, რადგან წონა დავაფიქსირე. ყველა შანსს, რასაც UFC მაძლევს სიხარულით ვიღებ. ჩხუბისთვის მშვენიერი დროა. ახალ წელს კარგი განწყობით შევხვდები.
იანის გეგმა? ის ჩემს გათიშვას შეეცდება და ამისთვის მთელ ძალას გამოიყენებს. ეს აქამდე ვერავინ მოახერხა. იანმა ჩემი ხუმრობები ვერ გაიგო. დავანახებ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი „შეწყალება არ იქნება.“
"I will show him the real meaning of 'No Mercy' tomorrow."
— UFC News (@UFCNews) December 6, 2025
Bantamweight champion Merab Dvalishvili (@MerabDvalishvil) tells Megan Olivi (@MeganOlivi) he wants to show his continued evolution against Petr Yan at #UFC323.
Fight By Fight Preview ➡️: https://t.co/sulw4KrFoY pic.twitter.com/uhom35K1DK
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანის მეტსახელი NO MERCY გახლავთ, რაც ქართულად „შეწყალება არ იქნებას“ ნიშნავს. სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება 7 დეკემბერს, დილას დაახლოებით 08:30-დან დაიწყება.